logo
ENG



ნატა ფერაძე: ძალიან უტიფრად მოგვატყუეს და მოგიწოდებთ ყველას გამოდით გარეთ

14 ნოე 201915:46
3 წუთის საკითხავი
 
hmpjeazums0775w.png

“ძალიან უტიფრად მოგვატყუეს და მოგიწოდებთ ყველას გამოდით გარეთ, "- ამის შესახებ განცხადებას ნატა ფერაძე რუსთაველზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე აკეთებს. ამით ის უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებას აპროტესტებს.

"ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ და არავინ არ უნდა შევიდეთ სახლში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოს მომავლისთვის, განათლებისთვის, პარკებისთვის და ჰაერისთვის. ამდენი ტყუილი არ უნდა ვაპატიოთ. ძალიან უტიფრად მოგვატყუეს და მოგიწოდებთ ყველას გამოდით გარეთ," - განაცხადა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.


close დახურვა